თუ დღემდე არ იცით, რა გინდათ ცხოვრებაში..

☝️თუ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ამტკიცებთ, რომ დამოუკიდებლები ხართ, ან პირიქით, ეძებთ და პოულობთ ავტორიტეტს, რომელიც გეუბნებათ – რა გააკეთოთ;

☝️თუ ხშირად ხართ იმედგაცრუებული ადამიანებისგან და თვლით, რომ მათ არ გაამართლეს თქვენი იმედები;

☝️თუ იმეორებთ თქვენი მშობლების ცხოვრების სცენარს, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც საკუთარ თავს აღუთქვით, რომ თქვენ სხვანაირად იცხოვრებდით;

☝️თუ დღემდე არ იცით, რა გინდათ ცხოვრებაში. გადაწყვეტილებებს იღებთ მშობლებისგან თავსმოხვეული და ტვინში ჩაბეჭდილი შედეხულებების მიხედვით;

☝️თუ კრიტიკის დროს შინაგანად გესმით ხმა „შენ ცუდი ხარ“ და დადიხართ ამის გამო ყურებჩამოყრილი.

☝️თუ ხშირად გრძნობთ უსუსურობას და ამის გამო არ გამოგდით კარიერის აწყობა, ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მიზნისკენ სვლა;

☝️თუ მეგობრებთან, კოლეგებთან, უფროსებთან და პირად ურთიერთობებში იქცევით ბავშვურად – აწყობთ ისტერიკებს, იბუტებით, უთიშავთ მათ ტელეფონს ან თავს არიდებთ პრობლემებს.

☝️თუ თქვენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის „რა უკეთესია“ . ხდებით მასზე დამოკიდებული. დადიხართ იქ, სადაც ის, ერთობით ისე, როგორც ის, სწავლობთ იმას, რასაც ის – და ხშირად გწყინთ, რომ არ გითმობენ სათანადო ყურადღებას.

☝️თუ პირადი ურთიერთობების დროს გინდათ, რომ ის 24/7 ანუ გაუთავებლად გეუბნებოდეთ, რომ უყვარხართ და სულ თქვენთან ერთად იყოს. მაგრამ თუ მოხდა სასწაული და არ გამოჩნდა, თვლით, რომ გიღალატათ.

☝️თუ არ გამოგდით პირადი ურთიერთობების აწყობა;

☝️თუ გაქვთ პრობლემები თქვენს ზრდასრულ შვილებთან;

წაიკითხეთ shorturl.at/uBOXZ

About the Author

You may also like these