უმჯობესია, შიშებს ყურადღება არ მიექცეს, რადგან ყურადღება მათ მხოლოდ აძლიერებს.
შიში ხშირ შემთხვევაში სხეულის შიშია. ის სხეულში ცხოვრობს და იწვევს მის დაძაბულობას, დაჭიმულობას, რაც ჩვენს მოუსვენრობაში, დაბალ და გაურკვეველ ხმის ტემბრში გამოიხატება.
ამგვარ სხეულს შიშები უფრო ადვილად ეკიდება.
რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი სხეული შიშების სამფლობელოდ არ იქცეს?
გააკეთეთ აქტივობები სხეულის მოდუნებისთვის (მაგ.ზღვის მარილის აბაზანა);
მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას და მშვიდად ისუნთქეთ;
გააკეთეთ ენერგეტიკული ვარჯიშები (მაგ: 5 ტიბეტელი, მზის მისალმება)
ამის შემდეგ შიში შეიძლება მოიხსნას ან მინიმუმამდე შემცირდეს.
თუ შიში ისევ მძაფრია თქვენში, მიმართეთ სპეციალისტს.