იფიქრეთ პოტენციურ მარცხზე, როგორც გამოწვევაზე

სცადეთ და შეცვალეთ თქვენი აღქმა და დამოკიდებულება წარუმატებლობის მიმართ. იმის ნაცვლად, რომ მარცხი უარყოფითად აღიქვათ, შეეცადეთ შეხედოთ მას დადებითად.

წარუმატებლობა შეიძლება იყოს გამოცდილება თქვენთვის!

გახსოვდეთ, რომ ადამიანების უმრავლესობა წარმატებას მომენტალურად, მყისიერად ვერ აღწევს, შეიძლება გქონდეთ შეცდომები და მარცხი.

სწორედ ეს დამარცხება დაგეხმარებათ ისწავლოთ და განვითარდეთ მანამდე, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ.

რთული დავალების შესრულება ყოველთვის სტრესულია, მაგრამ მხოლოდ თქვენ წყვეტთ, თუ როგორ მიუდგეთ მას.

თუ სტრესს თქვენ განიხილავთ როგორც საფრთხის წყაროს, სხეული იწყებს ბრძოლისთვის მომზადებას, შედეგად თავს იგრძნობთ, თითქოს ჩხუბში ხართ ჩართული. მაგრამ თუ სტრესს აღიქვამთ, როგორც გამოწვევას, უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ მოდუნდეთ, ირწმუნოთ საკუთარი თავის და გაუმკლავდეთ სირთულეებს.

იმის წარმოდგენა, რომ თქვენ მშვენივრად უმკლავდებით გამოწვევებს, პოზიტიურ გრძნობებს მოგიტანთ.

იფიქრეთ იმ რთულ ამოცანებზე, რომელთა მოგვარებაც უკვე მოახერხეთ. დავუშვათ, რომ განიცდით და ღელავთ თქვენს უფროსთან მოსალოდნელი საუბრის გამო. იფიქრეთ იმაზე თუ როგორ ჩაიარა მასთან წინა შეხვედრამ. რა დაგეხმარეთ იმ სიტუაციაში, რომ თქვენი მღელვარება გადაგელახათ?

როცა იხსენებთ წარსულში მიღწეულ წარმატებებს, ამოცანა, რომელიც თქვენს წინაშეა, უფრო მიღწევადი გამოჩნდება.

About the Author

You may also like these