ადამიანები ძნელად, ან საერთოდ ვერ ვეგუებით უარყოფას, არა-ს.
გიჭირს შეეგუო იმას რომ მიგატოვეს, სამსახურიდან დაგითხოვეს, უარი გითხრეს ვაკანსიაზე, შენი პროექტი არ დააფინანსეს და ასე შემდეგ…
ბევრი ჩვენგანი იმდენად მტკივნეულად აღიქვამს ამ ყველაფერს, რომ უარყოფისგან მიღებულ ნეგატიურ ემოციებში დიდხანს რჩება.
ჩვენი ცხოვრება ისე ეწყობა, როგორიც განწყობაა – ყველგან უარი, ყველგან უარყოფა და იმედგაცრუება, ნეგატიური, დამღლელი და შემაწუხებელი აზრები თავს არ გვანებებენ.
ვბრაზობთ სხვებზე, ვადანაშაულებთ საკუთარ თავს და ვერ გაგვირკვევია რატომ გვითხრეს უარი, რატომ მიგვატოვეს, რატომ უარგვყვეს?
პასუხი მარტივია
უბრალოდ არ გამოვიდა.. ვერ გაუგეთ ერთმანეთს, სხვადასხვა ხედვა გქონდათ.. გარემოებებიდან გამომდინარე ასე იყო საჭირო..
უარი რომ გითხრეს არც შენი ბრალია და არც მათი, ვინც ეს გააკეთა. უბრალოდ, ცხოვრება ასეა მოწყობილი, მათ არ აწყობდათ და არ იყვნენ ვალდებული შენს გამო კომპრომისზე წასულიყვნენ საკუთარ ინტერესებთან? შენ ასე თუ არ აკეთებ, ეს შენი გადაწყვეტილებაა… სხვებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს.
თუ მოხდა ისე რომ უარი გითხრეს, უარგყვეს:
შეეცადე, მისცე თავს უფლება, რომ გამოხატო ამასთან დაკავშირებით ყველა ნეგატიური ემოცია. გააკეთე ეს მეგობრებთან ან იმ ადამიანებთან, ვინც ფიქრობ, რომ გაგიგებს ან მსგავსი გამოცდილება გააჩნია.
დააკვირდი ლექსიკას, რა ფორმითაც აღწერ შენს მდგომარეობას. არ თქვა, რომ „მიგატოვეს“, „სამსახურიდან გამოგაგდეს“, „დაუნახავები და უმადურები არიან“ და ა.შ. თქვი, რომ „არ გამოვიდა“, „ვერ გავუგეთ ერთმანეთს“, „უარი მითხრეს“.
გამოიყენე უარი შენი განვითარებისა და წინსვლისთვის. დაფიქრდი რა შეიძლება გააუმჯობესო საკუთარ თავში, რა უნარი და რესურსი გჭირდება ამისთვის? სად შეიძლება და როგორ ამის შეძენა-მოპოვება და იზრუნე ამაზე.
არ ჩაიციკლო უარზე. რაც უფრო დიდხანს ჩაიციკლები, მით უფრო, რთული იქნება ამ პრობლემისგან გათავისუფლება. უფრო მეტად იგრძნობ თავს ისე, თითქოს ვერასდროს იქნები ბედნიერი და წარმატებული.
არადა შენ სწორედ ბედნიერებას და წარმატებას იმსახურებ!!