როგორ ვმართოთ დრო?

⏳დროის მართვა ჩვენი ყოველდღიური, ქაოსური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.⌛️

⌚️მით უფრო პანდემიის პირობებში, როცა სახლის და სამსახურის საქმეები ერთმანეთში აირია, როცა უფროსი დავალების შესრულებას, სამუშაო საათების დასრულების მიუხედავად, შენგან მაინც ელოდება და უფრო მეტი, გირეკავს გვიან და ახალ საქმეს გავალებს. 🤦‍♀️🤷‍♀️ რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში რთულია მართო დრო და შენი ენერგია თანაბრად გადაანაწილო ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია🤯🤯

🥰🥳მინდა შემოგთავაზოთ, ერთ-ერთი, ჩემთვის ყველაზე მისაღები და საკუთარ თავზე დატესტილი ტექნიკა, რომელიც, იმედი მაქვს, დაგეხმარებათ. სულ ცოტა იმაში მაინც გამოგარკვეთ, რას აკეთებთ არასწორად.

✅შეადგინე დღის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეების სია;

✅ჩამოწერილი საქმეები დაყავი და გადაანაწილე ოთხ კატერორიაში 👇

👉 სასწრაფო და მნიშვნელოვანი – საქმე, რომელიც მოითხოვს შენგან დიდ დროს, ნერვებს, ძალისხმევას და ყველაზე მეტ რესურსს.

👉სასწრაფო და უმნიშვნელო – საქმე, რომელიც უმნიშვნელოა შენთვის, მაგრამ სასწრაფოა სხვისთვის. აქ ძირითადად მოიაზრება სხვებისგან (არა უშუალო უგფროსისგან) მიღებული დავალებები, რომლებიც შეეძლოთ სხვებსაც გაეკეთებინათ და შენ შემოგაჩეჩეს. ამ დროს მნიშვნელოვანია, უარი თქვა ასეთ საქმებზე ან მოითხოვო სანაცვლოდ რაიმე, თუნდაც გაგიმზადონ გემრიელი ბუტერბროდი ან ყავა მოგიტანონ. საერთოდაც, გადააბარე ეს საქმე სხვას 😉

👉არასასწრაფო და უმნიშვნელო – ყავის დალევა, სიგარეტის მოწევა, ფეისბუქის სქროლვა, ტელევიზორის ყურება და ა.შ. დააკვირდი, რამდენ დროს ხარჯავ ამ საქმეებში. ალბათ, მეტყვი, რომ ამ დროს ისვენებ 👏 თუ ამას გააზრებულად აკეთებ და გააზრებულად ისვენებ, შეგიძლია ეს გააკეთო. მაგრამ უმჯობესია გააზრებული დასვენებისთვის დრო დაუთმო, რაიმე სასარგევლო ჩვევის ჩამოყალიბებას – ივარჯიშო, ისეირნო და სხვა. ან უბრალოდ წამოწვე რამდენიმე წუთით, გაჯეტების გარეშე. არაფერზე იფიქრო, ისუნთქე და მოდუნდე.🧘‍♀️

👉მნიშვნელოვანი და არასასწრაფო – საქმე, რომელიც გრძელვადიან მიზნებს უკავშირდება. გინდა გააკეთო, დაიწყო, მაგრამ ამისთვის დრო არასდროს გრჩება. ეცადე, მნიშვნელოვან და არასასწრაფო საქმეებს ხშირად გადახედო ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სასწარფო და მნიშვნელოვანი საქმეების კატეგორიაში გადაინაცვლებენ. შედეგად, მოგიწევს ღამეების თენება, ნერვების დაძაბვა და ისე აღმოჩნდები სტრესში, ვერც მიხვდები.

☝️ალბათ, მიხვდი, რომ ამ ტექნიკისთვის ბლოკნოტი, კალამი და მსგავსი სიის ყოველ დღე გაკეთება აუციელებალია.✍️🗒🗓

About the Author

You may also like these