სამყარო სარკეა, რომელიც ჩვენს აზრებს და ფიქრებს მატერიალიზაციას უკეთებს და ბუმერანგივით გვიბრინებს უკან
ხშირად გსმენიათ, ალბათ, „ჩვენი ფიქრები ქმნიან ჩვენს რეალობას“, „რასაც ვფიქრობთ, იმას ვიზიდავთ“, „მიზიდულობის კანონი ფიქრებზე და აზრებზე განსაკუთრებულად მუშაობს“..
ცხოვრებას, სარკეში რომ შეხედავ, დააკვირდი, უმზირე მას.
შენიშნე, ის რაც მოგწონს და აღგაფრთოვანებს. დააიგნორე ის, რაც გაღიზიანებს, არ მოგწონს.
წარმოიდგინე, რომ სარკის წინ დგახარ და შენს ცხოვრებას, შენს ყოველდღიურობას, შენს ურთიერთობებს უყურებ.
რას ფიქრობ? რა აზრები მოდის შენთან?
ცხოვრება, როგორც სარკე ამ ყველაფერს აირეკლავს და უკან გიბრუნებს..
დარწმუნებული ვარ უკვე მიხვდი, რომ უნდა კონცენტრირდე და იფიქრო იმაზე, რისი მიღებაც გსურს ცხოვრებისგან.
ნუ გადადებ, ჩახედე სარკეში (ცხოვრება) შენს თავს!
გაითვალისწინე! სიყვარულიც ბუმერანგია!