ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი თამაშია, რომელიც თავს მოგვახვიეს.
ვიდრე ამ თამაშში, ამ სპექტაკლში თავით ხარ ჩარგული, მანამდე ძნელია ობიეტურად შეაფასო ვითარება.
მაშინ რა უნდა გააკეთო? ძალიან მარტივია! გამოდი მაგ სპექტაკლიდან, ჩამოდი დარბაზში და დაბლიდან, როგორც მაყურებელმა, შეხედე საკუთარ თავს, გაიაზრე – რას და როგორ აკეთებ. შენ ხომ უკვე გღვიძავს, აცნობიერებ რა ხდება შენს გარშემო. მერე შეგიძლია, ისევ ახვიდე სცენაზე და გააგრძელო შენს როლში ყოფნა, მაგრამ დარჩი მაყურებლადაც. ახლა შენ უდიდეს უპირატესობას ფლობ – გაცნობიერებულობას. შენ უკვე ჩაშალე უმართავი სპექტაკლი და მოიპოვე შესაძლებლობა მართო ის, როგორც ჩათვლი საჭიროდ.
გეჩვენება, რომ რეალობა შენგან დამოუკიდებლად არსებოს და შენ არ შეგიძლია მასზე გვალენა მოახდინო? შეეგუე შენს ბედს, იმას რაც ხდება, პირობებს რაშიც გიწევს არსებობა? ისღა დაგრჩენია, მიჰყვე ბედის დინებას და პერიოდულად, გაიხსენო და სუსტად წამოიყვირო შენი უფლებების შესახებ.
შენ ფიქრობ, ნუთუ არ შეიძლება რამე შეცვალო? რა თქმა უნდა, შეიძლება! და შენ ამას გააკეთებ!!
აქამდე შენ რეალობას აღიქვამდი ისე, როგორც გასწავლიდნენ. ახლა, მთავარია, ეს რეალობა გააცნობიერო, მართო ის, რეალურად მართო!. ცხოვრების სცენაზე ჩვენ ყველას ჩვენი როლი გვაქვს – ზოგი შენგან რაღაცას ელის, ზოგი თავს გახვევს თავის აზრს და პასუხისმგებლობას, ითხოვს ან მოითხოვს, გეხმარება ან ხელს გიშლის, უყვარხარ ან ეზიზღები. შეხედე ამ ყველაფერს, როგორც სპექტაქლს – გაცნობიერებულად, გარედან, როგორც მაყურებელმა და ყველაფერს უფრო მარტივად მიხვდები – ეს თამაშია.
შენც ითამაშე. ითამაშე გაცნობიერებულად, ხანდახან ჩამოდი ხოლმე დარბაზში და საკუთარ თავს ტაშიც დაუკარი.
სცადეთ ამ ყველაფრის გაკეთება/დაპრაქტიკება და გაგვიზიარეთ შედეგები
/ვ.ზელანდის “78 დღის” ინტერპრეტირებული ვერსია