რა არის მშობლებისგან სეპარაცია?

ეს არის მშობლისგან ემოციონალური, ფიზიკური და ფინანანსური გამოყოფა. ჯანსაღი და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა მშობლებსა და შვილს შორის. მშობლებისგან სეპარირებას ადამიანი იწყებს 21 წლის ასაკში და 25 წლის უკვე განცალკევებულია მშობლებისგან. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ცალკე ცხოვრობს მათგან (საქართველოში, ეს საკითხი კიდევ სხვა პრობლემებს უკავშირდება). შესაძლოა, იცხოვროს მშობლებთან, მაგრამ სეპარირებული იყოს მათგან, მთავარია, მშობლებმა გააცნობიერონ ამ პროცესის მნიშვნელობა და ხელი არ შეუშალონ შვილებს.

❓რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ მშობლებთან სეპარირება მოახდინოთ? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც ფსიქოლოგები გვაძლევენ

✅აღიარეთ განსხვავება თქვენსა და თქვენს მშობლებს შორის – ამისთვის, ჩამოწერეთ, კონკრეტული განსხვავებები ცალკე დედაზე და ცალკე მამაზე. არ გააკეთოთ შედარება ვინ ვისზე უკეთესია ან უარესია, უბრალოდ ჩამოწერეთ განსხავებები. მაგ: დედას უყვარს შემწვარი კარფოტილი, მე მიყვარს ყვავილოვანი კომბოსტო; მამას ყავს ორი შვილი, მე მყავს სამი შვილი. რაც უფრო გრძელი იქნება სია, მით უკეთესი.

✅აღიარეთ, რომ თქვენი მშობლები არ არიან იდეალურები – ჩამოწერეთ სია, რა მიგაჩნიათ თქვენი მშობლების ნაკლად. გააკეთეთ ეს გულწრფელად, თქვენთვის. აღიარეთ, რომ თქვენს მშობლებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ნაკლი. ასევე, ჩამოწერეთ რა გაკლდათ მათგან ბავშვობაში. ცალკე დედისგან და ცალკე მამისგან. იყო ეს მზრუნველობა, სითბო, სათამაშოები, თავისუფლება, მხარდაჭერა, დრო, სეირნობა თუ სხვა რამ. ამის შემდეგ, ასევე გულწრფელად, უარი თქვით ამ პრეტენზიებზე, რადგან მშობლებს თქვენი აღარაფერი მართებთ. ეს უკვე თქვენ შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს!

✅დააწესეთ საზღვრები – განსაზღვრეთ და თქვენთვის ჩამოწერეთ წესები და პირობები, რომლებსაც მათ შესთავაზებთ. მიეცით თავს უფლება, არ მოითმინოთ და არ დაუშვათ თქვენი პირადი საზღვრების დარღვევა. შეგიძლიათ, კონსტრუქციულად აუხსნათ მშობლებს, რომ არ ჩაერიონ თქვენი პირადი ურთიერთობების ან ოჯახის საქმეებში და თუ ამას გააკეთებენ, გააფრთხილეთ, რომ არ მოუსმენთ, შეაწყვეტინებთ. მოიქეცით თანმიმდევრულად და თავდაჯერებულად. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს შეიძლება რომელიმე მშობელმა მსგავსი აკრძალვების ჩამონათვალი გადმოგიფრიალოთ – ამისთვისაც მზად იყავით! 🤷‍♀️<3

✅აიღეთ პასუხისმგებლობა – მაქსიმალურად გულახდილად აღიარეთ საკუთარ თავთან, რაში ხართ ისევ მშობლებზე დამოკიდებული – გეხმარებიან ფინანსურად, გეხმარებიან შვილების აღზრდაში, ემოციურად გიცხადებენ მხარდაჭერას თუ სხვა. გაიაზრეთ, რაში გჭირდებათ და გადგებათ მათზე დამოკიდებულება.

✅მადლობა მშობლებს- ჩამოწერეთ მადლობის სია. გაიხსენეთ, რისთვის ხართ მშობლების მადლობელი. სულ მცირე იმისთვის მაინც რომ ამ ქვეყანაზე მოგავლინეს, გასწავლეს სიარული, წაქცეულს გაყენებდნენ, ზრუნავდნენ თქვენს კვებაზე და ა.შ. შეიძლება კარგად გეჩხუბებოდნენ და ამით გაფხიზლებდნენ. რაც უფრო მეტს ჩამოწერთ, მით უკეთესი!

✅თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი ცხოვრება – ეს უფლება აქვთ თქვენს მშობლებსაც: მათ შეუძლიათ იყვნენ ისეთები როგორებიც უნდათ რომ იყვნენ. ნუ ეცდებით მათ შეცვლას და გადაკეთებას. თუ მზად ხართ, სთხოვეთ მათ პატიება იმისთვის რომ გქონდათ მათ მიმართ პრეტენზიები, იმისთვის, რომ გინდოდათ, სხვანაირები ყოფილიყვნენ. თქვენ უკვე ზრდასრული ადამიანი ხართ. თუ რაიმე დაგაკლდათ თქვენი მშობლებისგან, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ეს საკუთარ თავს!! 🥰🥰🥳🤩

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like these