საზოგადოებრივი აზრის გავლენა

მთელი ცხოვრება გვინერგავენ, რომ სრულყოფილებისგან შორს ვართ,

რომ წარმატება, სიმდიდრე და აღიარება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

„საზოგადოებრივი აზრი“ ერთი შეხედვით არ უარყოფს, რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, თუმცა იმის აღიარება არავის უნდა, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები და თვისებები.

ინდივიდუალურობა საზოგადოებრივი აზრისთვის სიკვდილის ტოლფასია. თუ ყველა ჩვენგანი თავისუფალი პიროვნება გახდება და კონტროლის ზონიდან გამოვა საზოგადოებრივი აზრი, როგორც ასეთი, ჩამოიშლება.

საზოგადოებრივი აზრის მიზანს წარმოადგენს ყველა ჩვენგანი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს და საკუთარი წესებითა და პირობებით მართოს.

ვერაფერს მიაღწევთ მანამ, ვიდრე არ გაითავისებთ, რომ ამ წესრიგიდან უნდა გამოხვიდეთ.

აზრი არ აქვს სხვისი წესებით თამაშს. რისკენაც არ უნდა ილტვოდეთ, შეეცადეთ, საკუთარი წესებით ითამაშოთ. ამაშია წარმატების საიდუმლო.

რამდენჯერ მოქცეულხართ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ?

T.SH

/ვ.ზელანდის “78 დღე” ინტერპრეტირებული ვერსია/

About the Author

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like these