უპირველესად, უნდა ისწავლოთ პოზიტივის შემჩნევა წარუმატებლობის დროს.
შემდეგ ჯერზე, როცა წარუმატებლობას შეხვდებით უფრო ადვილი იქნება მისი მიღება.
ამისთვის, შეარჩიეთ არასასიამოვნო სიტუაცია წარსულიდან და ჩამოწერეთ სამი გაკვეთილი, რაც ამ არასასიამოვნო სიტუაციიდან ისწავლეთ. მაგალითად, ვერ მოასწარით სამსახურში თქვენზე დაკისრებული საქმის შესრულება და მიიღეთ საყვედური.
რა ისწავლეთ აქედან?
თქვენ მიხვდებოდით, რომ საჭიროა პრიორიტეტები სხვანაირად დაალაგოთ, დრო სწორად გადაანაწილოთ და მოეშვათ პერფექციონიზმს ანუ ნუ ცდილობთ უნაკლო და სრულყოფილი.
გახსოვდეთ, თითოეული მარცხი და წარუმატებლობა შანსია თქვენთვის გაიზარდოთ, ისწავლოთ და განვითარდეთ.