მაღაზიებში საბავშვო პროდუქციას დაბლა თაროებზე ალაგებენ და იცით რატომ? იქ შესული ბავშვი რომ მისწვდეს და ყიდვა მოინდომოს.
რამდენჯერ უთქვამთ მშობლებს თქვენს სურვილებზე უარი? როცა მსგავსი უარით იზრდებით, უკვე აღარ გჯერათ რომ თქვენი სურვილების ვინმეს ესმის.. მათი გაჟღერების აზრსაც ვეღარ ხედავთ
არადა თქვენში ჯერ კიდევ ცხოვრობს ის ბავშვი, რომელსაც კიდევ ბევრი რამ უნდა..
მოუსმინეთ მას..
იქნებ უნდა რომ იცეკვოს და დაიმხოს თავზე ყველაფერი? იქნებ სეირნობა უნდა? იქნებ ბატუტზე ხტუნვა? იქნებ ნაყინი? ან იქნებ გემრიელი შოკოლადი ან სულაც კაკლის მურაბა?
თქვენ მეტყვით, რომ გინდათ გყავდეთ კარგი ავტომობილი, გქონდეთ ლამაზი და კეთილგანწობილი სახლი, ხშირად დადიოდეთ მალდივებზე დასასვენებლად.. დარწმუნებული ხართ რომ ეს იმ ბავშვს უნდა, რომელიც თქვენში ცხოვრობს? თუ თქვენს ეგოს? თქვენი შინაგანი ბავშვი იქნებ ცხელი აბაზანის მიღების დროსაც ისვენებს?
ჩამოწერეთ თქვენი სურვილების სია! დაიწყეთ თუნდაც იმით, რომ ცხელი შოკოლადი გინდათ ან გემრიელი ნაყინი.
გაანებივრეთ თქვენი შინაგანი ბავშვი, შეუსრულეთ ეს პატარა სურვილები და მოემზადეთ უფრო დიდი საჩუქრისთვის!
ჩამოალაგეთ თქვენი სურვილები დაბლა თაროზე..