გაიღვიძე!!

შენ მოძრაობ, იკვებები, ყოველ დღე ათას საქმეს აკეთებ, ტელეფონზე ლაპარაკობ, ფესბუქს სქროლავ. მოკლედ, ბევრ რამეს აკეთებ.. და გგონია ამ დროს გღვიძავს?

დაფიქრებულხარ იმაზე, ამ ყველაფერს რამდენად მექანიკურად და რობოტივით აკეთებ? იმდენად მექანიკურად, რომ ხანხახან ვერც კი აცნობიერებ 5 წუთით ადრე რა გააკეთე.. ნაცნობი სიტუაცია ხომ?

ჰოდა, გაიღვიძე!!

თუ გამოიღვიძებ და იმას, რასაც აქამდე მექანიკურად აკეთებდი, გაცნობიერებულად, დაკვირვებით გააკეთებ, შენ გახდები მმართველი, შენ გახდები შენი ცხოვრების თითოეული წუთის ბატონ-პატრონი. აღარ იარსებებს ის, შენი აჩრდილი, რომელიც, როგორც რობოტი, მექანიკურად, ნახევრად მძინარე ცხოვრობდა. ამიერიდან, ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ მოინდომებ, მთავარია გაიღვიძო!

ხშირად გგონია, რომ ცხოვრება სიზმარივით გადის, ფიქრობ, რომ ცხოვრება გმართავს შენ და არა პირიქით?

მაშინ დრო მოვიდა დაიბრუნო სადავეები და მართო შენი ცხოვრება. ამისთვის უნდა გაიღვიძო.

ჰოდა, გაიღვიძე!!

/ვადიმ ზელანდის “7 დღის” ინტერპრეტირებული ვერსია/

About the Author

You may also like these