არ გაქვთ სურვილი სცადოთ რაიმე ახალი საქმე ან მიიღოთ მონაწილეობა რაიმე რთულ პროექტში?
აჭიანურებთ რამის კეთებას და სიზარმაცეს იმიზეზებთ?
გაქვთ გაზვიადებული შფოთი ან ფიქრობთ, რომ რის გაკეთებასაც აჭიანურებთ, შეიძლება არ გამოგივიდეთ?
ხშირად იყენებთ ნეგატიურ წინადადებებს, როგორიცაა – “მაინც არ გამომივა”, “იქამდე მე ვინ მიმიშვებს”, “ხელშემწყობის ბედი მე ვინ მომცა”..
მზად ხართ, სცადოთ მხოლოდ ის, რაც იცით. მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ხართ, სრულყოფილად გააკეთებთ და არ შერცხვებით?
ადამიანები ხშირად ვერც ვაცნობიერბთ და მით უფრო არ ვაღიარებთ, რომ ცვლილებებს გავურბივართ. ამის ათასგვარ ახსნას ვიპოვით, სხვასაც დავადანაშაულებთ, მაგრამ ყოველთვის ავხსნით, რატომ არ ვრისკავთ, რატომ გვირჩევნია ვაკეთოთ ის, რაც კარგად გამოგვდის, თუნდაც ეს სიამოვნებას არ გვანიჭებდეს და ნაძალადევი იყოს.
ეს წარუმატებლობის, მარცხის, ხშირად გაუცნობიერებელი, შიშია, რომელსაც ჩვენი ქვეცნობიერი გაურბის და არც კი სცნობს.
ამის მაგალითია ექსპერიმენტი, რომელზეც გუშინ მოგიყევით. დიუკის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ექსპერიმენტის დროს საკმაოდ რთულ კითხვებს წარმატებით უპასუხეს. ტეტსტირების გაგრძელებამდე, როცა კითხვები უნდა გართულებულიყო, სტუდენტებს ორი “პრეპარატი” შესთავაზეს. ერთი, ვითომდა აძლიერებდა გონებრივ შესაძლებლობას, ხოლო მეორე, ვითომდა უარყოფითად მოქმედებდა (ასუსტებდა) გონებაზე. როგორ ფიქრობთ რომელი აირჩია სტუდენტთა უმრავლესობამ? მიუხედავად იმისა რომ ქონდათ წარმატების მოლოდინი, სტუდენტებმა უპირატესობა მიანიჭეს პრეპარატს, რომელიც ასუსტებდა გონებრივ შესაძლებლობებს.
რატომ? თადაგირი დაიჭირეს.. თუ ვერ გასცემდნენ კითხვებზე წარმატებით პასუხებს, დააბრალებდნენ „პრეპარატს“ და ამით ახნიდნენ საკუთარ წარუმატებლობას.
ბედნიერი ვარ თუ თქვენ უპირატესობა პირველ მათგანს მიანიჭეთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ დამნაშავეს არ ეძებთ და მზად ხართ თუნდაც მარცხისთვის. მაგრამ
თუ მეორე აირჩიეთ, ამის გამოსავალიც არსებობს.
გახსოვდეთ, უმოქმედობა ბადებს შფოთვას და შიშს, მოქმდება – თავდაჯერებას და გამბედაობას.
თუ გინდათ, რომ შიში დაამარცხოთ არ იფიქროთ მასზე, წამოდექით და იმოქმედეთ!!