თუ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ამტკიცებთ, რომ დამოუკიდებლები ხართ, ან პირიქით, ეძებთ და პოულობთ ავტორიტეტს, რომელიც გეუბნებათ – რა გააკეთოთ;
თუ ხშირად ხართ იმედგაცრუებული ადამიანებისგან და თვლით, რომ მათ არ გაამართლეს თქვენი იმედები;
თუ იმეორებთ თქვენი მშობლების ცხოვრების სცენარს, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც საკუთარ თავს აღუთქვით, რომ თქვენ სხვანაირად იცხოვრებდით;
თუ დღემდე არ იცით, რა გინდათ ცხოვრებაში. გადაწყვეტილებებს იღებთ მშობლებისგან თავსმოხვეული და ტვინში ჩაბეჭდილი შედეხულებების მიხედვით;
თუ კრიტიკის დროს შინაგანად გესმით ხმა „შენ ცუდი ხარ“ და დადიხართ ამის გამო ყურებჩამოყრილი.
თუ ხშირად გრძნობთ უსუსურობას და ამის გამო არ გამოგდით კარიერის აწყობა, ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მიზნისკენ სვლა;
თუ მეგობრებთან, კოლეგებთან, უფროსებთან და პირად ურთიერთობებში იქცევით ბავშვურად – აწყობთ ისტერიკებს, იბუტებით, უთიშავთ მათ ტელეფონს ან თავს არიდებთ პრობლემებს.
თუ თქვენს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის „რა უკეთესია“ . ხდებით მასზე დამოკიდებული. დადიხართ იქ, სადაც ის, ერთობით ისე, როგორც ის, სწავლობთ იმას, რასაც ის – და ხშირად გწყინთ, რომ არ გითმობენ სათანადო ყურადღებას.
თუ პირადი ურთიერთობების დროს გინდათ, რომ ის 24/7 ანუ გაუთავებლად გეუბნებოდეთ, რომ უყვარხართ და სულ თქვენთან ერთად იყოს. მაგრამ თუ მოხდა სასწაული და არ გამოჩნდა, თვლით, რომ გიღალატათ.
თუ არ გამოგდით პირადი ურთიერთობების აწყობა;
თუ გაქვთ პრობლემები თქვენს ზრდასრულ შვილებთან;
წაიკითხეთ shorturl.at/uBOXZ