FAQs

რა არის ინდივიდუალური სესია?

სესია არის ქოუჩისა და კლიენტის ერთობლივი მუშაობის პროცესი, რომელიც გრძელდება 30 წუთიდან 60 წუთამდე.

როგორ ტარდება ინდივიდუალური სესია?

სესიების ჩატარება ხდება ონლაინ,. კლიენტი ქოუჩთან ერთად განსაზღვრავს სამუშაო საკითხს, მოსალოდნელ შედეგს და სამუშაო დროს. ქოუჩი სვამს სპეციალურ შეკითხვებს, რითაც კლიენტს ეხმარება საკითხის გარკვევაში, მისი საკითხისადმი დამოკიდებულების გაცნობიერებაში, საკითხის მოგვარებაში, მომავალზე ორიენტაციაში და სამოქმედო გეგმის გაწერაში.  სესიის დროს აუცილებელია მუშაობას ხელი არავინ შეუშალოს. ორივე მხარე უზრუნველყოფას წყნარი სამუშაო გარემოს, იმისათვის,  რომ ქოუჩ სესია იყოს მაქსიმალურად ეფექტური. კლიენტის ვინაობა და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდება სესიებზე კონფიდენციალურია!!!

რა არის საჭირო სესიის დროს?

წინასწარ შეგიძლიათ მოიმზადოთ წყალი, კალამი, ფურცელი და მზაობა, რომ მოაგვაროთ საკითხი და აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თუ საკონტაქტოდ მობილურს ან პლანშეტს იყენებთ, იმისათვის რომ  სესიის პერიოდში კომფორტულად იმუშაოთ კარგი იქნება თუ დადებთ სადგამზე. (ტელეფონის სამაგრი თუ არ გაქვვთ, შეგიძლიათ უბრალოდ წიგნებს მიაყუდოთ)

გაცდნილი სესია ანაზღაურდება?

 სესიის ჩატარების დღეებზე ხდება წინასწარ შეთანხმება.  სესიის გადადების შესახებ ქოუჩი და კლიენტი ერთამენთს ატყობინებენ წინასწარ, 1 დღით ან მინიმუმ 6 საათით ადრე და ათანხმებენ  სხვა ხელსაყრელ დროს.  გაუფრთხილებლად გაცდენილი სესია არ ანაზღაურდება!

რით განსხვავდება ქოუჩინგი ფსიქოთერაპიისგან?

ქოუჩინგის დროს ფუკუსირება ხდება აწმყოზე და მომავალზე. მუშაობა მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრულ მოსალოდნელ შედეგზე, ფსიქოთერაპისს დროს ფოკუსირება გეთდება წარსულზე. ხდება წარსულში მიღებული ტრავმების დამუშავება.

რას აკეთებს ბიზნეს-ქოუჩი?

ბიზნეს ქოუჩი ბიზნესის მფლობელს ეხმარება, არის მისი საქმიანობის თანამონაწილე, ეხმარება ბიზნესის მფლობელს ბრენდის ფორმირებაში, მისი ხედვებისა და ღირებულებების შეფასებაში და იმაში რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ბიზნესმენის პირად მიზნებს. ბიზნესქოუჩინგი არის პროცესი, სადაც არსებობს ე.წ. A და B წერტილები –  ანუ მანძილი რომელსაც ბიზნესი გადს ნებისმიერი ახალი პროექტის, ახალი მიზნისა და სტრატეგიის განხორციელებისკენ. ბიზნეს ქოუჩი ეხმარება ბიზნეს ამ სტრატეგიის გააზრებაში, სწორი არჩევანის გაკეთებაში და სამოქმედო გეგმის გაწერაში. გაცილებით მოკლე დროში, ვიდრე ამას ბიზნესი დამოუკიდებლად გააკეთებდა. ამ დროს განსაკუთრებული მნშვნელბა ენიჭება გეგმაზომიერ, თანმიმდევრულ და სტრუქტურიზებულ მოქმედებას. ამასაც ბიზნეს ქოუჩი კომპანიის მმართველ რგოლთან მუშაობით ამუშავებს. ასევე, მუშაობს კომპანიის გუნდის მოტივაციის ამაღლებაზე, ორგანიზაციული სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებაზე, ეხმარება ბიზნესს და მის მფლობელს სწორად პოზიციონირებაში და კომუნიკაციის სწორი სტრატეგიის გაწერაში.

რა განსხვავებაა ბიზნეს ქოუჩსა და კონსულტანტს შორის?

ქოუჩი არ არის კონსულტანტი. არ იძლევა რჩევებს. ღრმა და ძლიერი კითხვების დახმარებით ხდება რეფლექსია და  საკითხის გააზრება. არჩევანს აკეთებს და  გადაწყვეტილებას იღებს თავად ბიზნესი.

რას ვაკეთბ იმ დროს თუ მჭირდება კონსულტაციაც?

ბიზნესის მხრიდან  გაჩნდა მოთხოვნლება იმ ქოუჩებზე, რომლებიც იმ სფეროში ერკვევიან რომელსაც აქოუჩებენ. ამ შემთხვევაში ხდება კოომბინირებული მიდომა – ქოუჩინგის მეთოდოლოგიით მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა. ამისთვის, საჭიროა ქოუჩის გამოცდილება და კვალიფიკაცია მოიცავდეს  იმ მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნას, რომლითაც ბიზნესი (კონკრეტული სექტორი) მუშაობს. ამ დროს ქოუჩინგ-კონსულტირება უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა.

რას ითვალისწინებს PR-ქოუჩინგი?

ქოუჩინგის უნიკალური ტექნიკებით ხდება PR-ს საკითხების დამუშავება. ამ დროს მნიშვნელოვანია ქოუჩის გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის საკითხებში. სესიების დროს, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ხდება  ბიზნესის განვითარებისთვის და PR-სთვის  იდეების მიზნებად ფორმირება და მათი დაგეგმვა, რისკების ანალიზი, PR სტრეტეგიის გაწერა და კონკრეტულად კომპანიის შესაძლებლობებზე და რესურსებზე მორგებული სამოქმედო გეგმის შექმნა.