რა შეცდომებს ვუშვებთ, რის გამოც შეიძლება მსხვეროლის როლში აღმოვჩნდეთ?

1. გვაქვს სუსტი პირადი საზღვრები და არ/ვერ ვიცავთ მათ. რას ნიშნავს ეს? არ ვამბობთ „არა“-ს იქ, სადაც კომპრომისზე წასვლა არ შეგვიძლია. თუ რაღაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, საჭიროა ვიყოთ მკაცრები, ვთქვათ „არა“ და მოსალოდნელ შედეგზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ, რა საკითხებთან მიმართებაში ვიყოთ მოქნილები და სად ხისტები და შეუვალები.

2. ურთიერთობის, კომუნიკაციის დროს სხვა ადამიანებთან ვეგუებით დაუმსახურებელ კრიტიკას, დაუფასებლობას, უტაქტობას და თავს ვიმართლებთ. აქაც საზღვრების დარღვევასთან გავქვს საქმე. ამ დროს აუცილებელია, ვისწავლოთ ან გავიუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარები.

3. ვმოქმედებთ ემოციებით და არ ვეყრდნობით ფაქტებს. საკუთარ თავს მხსვერპლის როლისკენ ვუბიძგებთ, როცა ვცდილობთ გავიგოთ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. რაღაცას „მივხვდებით“ და „აღმოვაჩენთ“ და ვმოქმედებთ შესაბამისად – ბრალდებულის პოზიციას ვირგებთ და ვცდილობთ თავი ვიმართლოთ, სხვებს ვასიამოვნოთ ან საერთოდაც, ვამჯობინებთ ასეთ ურთიერთობას გავექცეთ. უმჯობესია, ასეთ დროს დავეყრდნოთ ფაქტებს. კი არ „ჩაბთვალოთ“, „გვეგონოს“ და „ვიგულისხმოთ“, გავარკვიოთ, ვიკითხოთ, მივიღოთ პასუხი (ფაქტი) და შემდეგ ვიმოქმედოთ.

4. ვცდილობთ ადამიანებს მხსნელად მოვევლინოთ, როცა ამას არ გვთხოვენ. ასეთ დროს შეიძლება თვოთონ აღმოვჩნდეთ მსხვერპლის სკამზე. არ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ თვითონ იზრუნონ საკუთარ თავზე. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, აგრესიის ან ექსპლუატაციის მსხვერპლი თვითონ ჩვენ აღმოვჩნდეთ.

5. თავი ძლევამოსილი გვგონია და იქ სადაც უძლურები ვართ ვიღებთ პასუხისმგებლობას და სანაცვლოდ ვიღებთ უსუსურობას. აუცილებელია, დროულად ვაღიაროთ რომ „აქ უძლურები ვართ“ და გადაწყვეტილებები მივიღოთ იქ და იმაზე, სადაც შეგვიძლია რამე შევცვალოთ.

6. გვინდა შეცვალოთ სხვები. სხვისი ცხოვრების კონტრლს ჯობია, საკუთარი გავაკონტოლოთ. ჩვენ არ შეგვიძლია სხვები შევცვალოთ, თუ მათ ეს არ უნდათ, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი აღმები, ქცევები და შესაბამისად, საკუთარი ცხოვრება.

About the Author

You may also like these