რამდენჯერ დაცემულხართ ცხოვრებაში, წაგიგიათ და დამარცხებულხართ?

რამდენჯერ დაცემულხართ ცხოვრებაში, წაგიგიათ და დამარცხებულხართ? როგორ და რა გზით მოგიხერხებიათ წამოდგომა? თუ ისევ წაქცეული ხოხავთ და არ იცით როგორ წამოდგეთ?

გქონიათ ისეთი მომენტი, თითქოს რაღაცამ, შეიძლება ვიღაცამ ფეხი წამოგდოთ და დაენარცხეთ, გინდათ წამოდგომა, მაგრამ გარშემო ისეთი ორომტრიალი და ქარიშხალია, თავის წამოწევისაც კი გეშინიათ? გეშინიათ, ქარიშხალმა დაცემულიც კი არ გათრიოთ? მე მქონია..

რა უნდა გააკეთოთ ამ დროს?

1. უნდა დაელოდოთ გამოდარებას. შეიძლება ეს იმავე წუთს, იმავე დღეს ან მეორე დღეს მოხდეს.

2. თავი უნდა წამოწიოთ და დაინახოთ ადამიანები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად თქვენს გვერდით არიან. ნუ იტყვით რომ დაცემულს ფეხს უფრო ადვილად არტყამენ.. ეს ასეა, მაგრამ თუ თავს წამოწევთ, აუცლებლად დაინახავთ თქვენიანებს.

3. წამოდექით და მხრებში გაიშალეთ, მერე რა, რომ ამის არც განწყობა და არც ძალა გაქვთ? გაიშალეთ და

იპოვეთ პოზიტივი დაცემაში, წარუმატებლობაში..

როგორ? დაფიქრდით და გაიაზრეთ რა გასწავლათ ამ დაცემამ, მარცხმა და წარუმატებლობამ. სულ ცოტა სამი გაკვეთილი ჩამოწერეთ.

იქნებ ისწავლეთ, რომ სულ ტყუილად ცდილობდით უნაკლო და სრულყოფილი ყოფილიყავით? ან იქნებ მიხვდით, რომ ზოგჯერ „არა“-ს თქმა საჭიროა საკუთარი პიროვნული საზღვრების დასაცავად? ან იქნებ გააცნობიერეთ, რომ არავინ და საერთოდ არავის ინტერესი უნდა დააყენოთ თქვენზე წინ, მთავარი ხართ თქვენ!! ცოტაა? სულაც არა..

გახსოვდეთ, თითოეული მარცხი და წარუმატებლობა შანსია თქვენთვის გაიზარდოთ, ისწავლოთ და განვითარდეთ.

About the Author

You may also like these